(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

ფინანსური რისკების დაზღვევა და საგარანტიო უზრუნველყოფა

პროდუქტის პირობები:
ფინანსური რისკების დაზღვევა ან საბანკო გარანტია გულისხმობს მესამე მხარისადმი ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის დაზღვევას ან საგარანტიო უზრუნველყოფას და მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:
1. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია - ა) თუ სატენდერო წინადადების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე; ბ) თუ პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში უარს განცხადებს შემსყიდველთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე; გ) თუ პრეტენდეტი დისკვალიფიცირებული იქნება შესყიდების დროს, არაკეთლსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. (საგარანტიო თანხა განისაზღვრება შესყიდვის ღირებულების 1%-დან - 10% – მდე).
2. ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია (Performance Bond) - პრინციპალის (ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სადაზღვევო კომპანია უდგება თავდებად) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ბენეფიციარის (მოსარგებლე, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც წარედგინება საბანკო გარანტია უფლება აქვს მოითხოვოს გარანტისგან (თავდები - სადაზღვევო კომანია) საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება. საგარანტიო თანხად განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 2 დან 5 % -მდე.
3. წინასწარი (საავანსო) გადახდის საბანკო გარანტია (Advance Payment Bond) - როდესაც ბენეფიციარი ითხოვს პრინციპალისაგან საავანსო გარანტიის წარდგენას, თანხის წინასწარ გადახდის შემთხვევაში. გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე დგება პრინციპალის მიერ წინასწარ მიღებული თანხის არამიზნობირვად გამოყენების შემთხვევაში.