(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

„საქართველოს სადაზღვეო ჯგუფი“ სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაშავებულ ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამას იწყებს.

2023 წელს ჯამური გასაცემი თანხა შეადგენს 25 000 ლარს, რაც განისაზღვრა დასრულებულ წელს გამომუშავებული/ჩარიცხული პრემიით და შეადგენს მხოლოდ კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აიჯიჯის დაზღვევის ყველა სახეობაში გადახდილი თანხის 1%-ს. დახმარება განკუთვნილია „მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთათვის“ რომლებზეც მოხდება 25 000 ლარის პროპორციულად განაწილება.

კომპანიის განცხადებით, ეს არის ერთგვარი გადასახადი, რომელიც „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ საკუთარ თავს დაუწესა და ეს პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაშავებული ადამიანების მხარდაჭერა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობაა.

კომპანიის ზრდასთან ერთად გაიზრდება თანხის მოცულობა და იმედია, საშუალება მოგვეცემა ასევე გაიზარდოს მიმღებ კატეგორიათა რაოდენობა.

თანხის მისაღებად ბენეფიციარმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა მოგვმართოს და კომპანიის მეილზე support@myigg.ge წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები;

1) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

2) ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტების მოწმობა - რომ არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანი (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საბრძოლო მოქმედებების შედეგად).

3) ანგარიშის ნომერი

დოკუმენტაცია მიიღება 2023 წლის 1 დეკემბრიდან.

დახმარება გაიცემა საბუთების წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში.

დოკუმენტები მიიღება მეილზე - support@myigg.ge