(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

https://igg.ge/files/new/new.jpg

სადაზღვევო საქმიანობა საფინანსო სექტორის ნაწილია, რომლის წილი დარგში მოკრძალებულია. საქართველოში ამჟამად 18 სადაზღვევო კომპანიაა. მათ შორის ბაზრის ყველაზე ახალი მონაწილე „ნიუ ვიჟენი დაზღვევაა“, რომელიც 2020 წლიდან არსებობს.

2021 წლის მდგომარეობით, სადაზღვევო კომპანიების აქტივე­ბის მოცულობამ 985.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017-21 წლებში, წლიურად საშუალოდ 804.7 მლნ ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 0.9% იყო. შედარებისთვის, ამავე პერიოდში კო­მერციული ბანკების აქტივები მშპ-ის საშუალოდ 56.2%-ს შეადგენს.

სადაზღვევო ბაზრის ძირითადი ნაწილი ოთხ კომპანიას უკავია, რომელთა წილი ½ -ს აღემატება. 2021 წლის მთლიან აქტივებში „ალდაგის“ წილი 18.7% იყო, ხოლო „ჯიპიაი ჰოლდინგის“ – 14.9%. ამ პერიოდში „თიბისი დაზღვევის“ წილმა 12.3% შეადგინა, რაც „არდი დაზღვევის“ შემთხვევაში 10.3%-ს აღწევს.

2021 წლის მდგომარეობით, სადაზღვევო კომპანიების მთლი­ანი კაპიტალის მოცულობა 324.1 მლნ ლარი იყო, მოგება კი – 48.1 მლნ ლარი. 2017-2021 წლებში სადაზღვევო სექტორის კაპიტალზე უკუგება საშუალოდ 17.6%-ია, რაც კომერციული ბანკების შემთხ­­ვევაში 18.7%-ია. პანდემიამდელ პერიოდში კი კომერციული ბან­­კების მოგებიანობა 3.2 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იყო, ვიდრე სადაზღვევო კომპანიების.

მთლიანი აქტივების განაწილება, 2021 (%)

https://igg.ge/files/new/new1.jpg

მოგების კაპიტალთან ფარდობა ასახავს კომპანიის მოგებიანობას. კერძოდ, აჩვენებს კომპანიაში ერთი ერთეული ინვესტიციის საშუალო უკუგებას. აღნიშნული მნიშვნელოვანი ინდიკატორია კომპანიის მოგებიანობის შესაფასებლად, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში განს­­ხვავებულია. საქართველოში წარმოდგენილი სადაზღვევო კომპანიების ხუთწლიანი პერიოდის კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელი ფართო დიაპაზონშია. აღნიშნული მაჩვენებლით რეიტინგის სათავეში „თიბისი დაზღვევაა“, რომლის უკუგების კოეფიციენტი საშუალოდ 45.1%-ია. ამავე პერიოდში რიგი კომპანიები ზარალშია. კაპიტალზე უკუგების უარყოფითი, 17.3%-იანი მაჩვენებლით, ბოლო ადგილს „გლობალ ბენე­ფიტს ჯორჯია“ იკავებს.

მოგება კაპიტალთან მიმართებით, 2017 – 2021 (%)

აქტივებზე უკუგება 

მოგებიანობის კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული საზომი მოგების მთლიან აქტივებთან ფარდობაა. აღნიშნული კომპანიის მოგებიანობას მმართველობითი გადაწყვეტილებების ეფექტიანობის პერსპექტივიდან აფასებს. აქტივებზე უკუგების შემთხვევაში, კომპანიის მოგება შეფარდებულია არა მხოლოდ საკუთარ კაპიტალთან, არამედ ნასესხებ რესურსებთან (ვალდებულებებთან) მიმართებით. კაპიტალზე უკუგებისგან განსხვავებით, აქტივებზე უკუგების კოეფიციენტის მიხედვით, ლიდერების ნაწილში სურათი სახეცვლილია. ამ უკანასკნელის მაღალი მაჩვენებელი აქვთ კომპანიებს, რომელთა პროდუქტებს შორის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა არ არის.

მოგება აქტივებთან მიმართებით, 2017 – 2021 (%)

მეთოდოლოგია

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგისთვის გამოყენებულია ხუთწლიანი პერიოდის, 2017-2021 წლების ფინანსური მაჩვენებე­­­ლები, რომელთა წყარო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემები და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამ­­­­­­სახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია.

სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი მომზადებულია მოგები­­ანობის მიხედვით, ზოგადად, კომპანიების შეფასებისთვის ფარ­­­­­­თოდ გამოყენებული ორი პროპორციის საშუალებით. ფინანსური მაჩვენებლები საანგარიშო პერიოდის – ფისკალური წლის ბოლო პერიოდს მოიცავს. კომპანიების მოგება გაანგარიშებულია შემ­­­­­­დეგი სახით:

 

სადაც t – დროის პერიოდია (2017-2021 წლების წლიური მაჩვე­ნებელი), p – წლის მანძილზე მიღებული მოგება მოგების გადასა­ხადებამდე. Y კი საანგარიშო წლის ბოლოს მთლიანი აქტივებისა და მთლიანი კაპიტალის მაჩვენებელი. π ასახავს მოცემულ ხუთ­­წლიან პერიოდში კომპანიის საშუალო მოგებიანობას.

წყარო: სდსზს, ბაააზს, Forbes