(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გაყიდვების ხელმძღვანელის თორნიკე კვინიკაძის ინფორმაციით, კომპანია დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.  

თორნიკე კვინიკაძის ინფორმაციით, მომხმარებელმა ხშირად არც იცის რა მიზანს ემსახურება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნა არ მოახდინონ მანქანის გადაადგილება შემთხვევის ადგილიდან, იმ მიზეზების გარდა რაც იოლად გასაგებია და ასეთია საპატრულოს მიერ ბრალეული მხარის დადგენა.  

ამის გარდა მნიშვნელოვანია შემთხვევის დეტალური დასურათება, რათა ექსპერტიზის ჩატარების დროს ექსპერტმა ზუსტად დაადგინოს სადაზღვევო ხდომილების გაცხადებული დეტალების შესაბამისობა რეალურ მდგომარეობასთან.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ნორმა კანონმდებლობითაა დადგენილი და ყველა სადაზღვევოში ერთნაირად მოქმედებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული  გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენს ვებ გვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ პოტენციურ მომხმარებელთან.  სწორედ ამიტომ პერიოდულად მომხმარებელს მივაწოდებთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დაზღვევის დროს უნდა გაითვალისწინონ.