(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის მთავარი მენეჯერის ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, კომპანია  დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.  

ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, მომხმარებელმა ხშირად არც იცის რა არის „პროპორცია“, ამიტომ ეს რომ მოულოდნელ სიურპრიზად არ იქცეს, ჩვენი წარმომადგენლები ყოველთვის დეტალურად განუმარტავენ მომხმარებელს ზარალის პროპორციული ანაზღაურების არსს.

პროპორციული ანაზღაურება გამოიყენება მაშინ, როდესაც ავტომობილი დაზღვეულია მის საბაზრო ფასზე ნაკლებად. მაგალითად, თქვენი ავტომობილის ფასი არის 10 000 აშშ დოლარი, მაგრამ თვქენ განაცხადში სადაზღვევო თანხად მიუთითეთ 5 000 აშშ დოლარი. ბუნებრივია ამ დროს თქვენი სადაზღვევო პრემია (ანუ გადასახდელი) განახევრდება, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ასანაზღაურებელი თანხაც იქნება შეფასებული ზიანის 50%-ით.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ნორმა კანონმდებლობითაა დადგენილი და ყველა სადაზღვევოში ერთნაირად მოქმედებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული  გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენს ვებ გვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ პოტენციურ მომხმარებელთან.  სწორედ ამიტომ პერიოდულად მომხმარებელს მივაწოდებთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დაზღვევის დროს უნდა გაითვალისწინონ.