(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან ძალიან მალე საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი (IGG) სახელმწიფო შესყიდვების მორიგი გამარჯვებული ხდება.მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, კომპანია სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევას განახორციელებს. მთლიანი სატენდერო თანხა 1,8 მლნ ლარია. საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ტენდერში გამარჯვების შედეგად 6 000 -ზე მეტ ადამიანს მოემსახურება.საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სამედიცინო დირექტორის თეო აქიმიძის განცხადებით, ტენდერის წარმატებით დასრულება შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ გახდა,რომ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფს ტენდერში მონაწილეობის საშუალება მიეცა. ამ დროისათვის სადაზღვევო კომპანიის პორტფელი ბაზარზე შემოსვლიდან დღემდე (7 თვეში) უკვე 10 მლნ ლარს ასცდა.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“ სადაზღვევო ბაზარზე ოპერირება 2017 წლის ივლისში დაიწყო. კომპანია 100%-ით ქართული კაპიტალითაა შექმნილი და მისი მენეჯმენტი დაზღვევის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული.

2018